ილონ მასკი რადოსლავ სიკორსკიზე – ეს დორბლიანი იმბეცილი ვერც კი ხვდება, რომ Starlink-ი უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების ხერხემალია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის პასუხობს, რომელმაც მას მოუწოდა, რუსეთს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისზე წვდომა შეუწყვიტოს.

„ეს დორბლიანი იმბეცილი ვერც კი ხვდება, რომ Starlink-ი უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების ხერხემალია“, – წერს მასკი.

შეგახსენებთ, რადოსლავ სიკორსკიმ ილონ მასკს მოუწოდა, რუსეთს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისზე წვდომა შეუწყვიტოს. „ჰეი, დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლით ხელს რუსებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის გამოყენებაში? ომის დანაშაულებზე ფულის გამომუშავებამ შეიძლება თქვენი ბრენდი დააზიანოს“, – დაწერა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას – ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას – ეს არის, რაც შეგვიძლია და გვევალება