ირანზე თავდასხმა არასწორია, ომის ხელახლა დაწყება არასწორია. ირანი მზადაა ბირთვულ საქმეზე ხელახლა მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
„ჩემი რჩევა ამერიკელ მეგობრებს: ირანელებთან დაკავშირებული ფაილები ერთმანეთის მიყოლებით დახურეთ. დაიწყეთ ბირთვული საკითხით, დახურეთ და ნუ მიიღებთ პაკეტად. თუ მათ პაკეტად წარმოადგენთ, ჩვენი ირანელი მეგობრებისთვის ამის აღქმა და გადატანა ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ეს, შესაძლოა, მათ დამამცირებლად მოეჩვენოთ და ხელმძღვანელობისთვის რთული კი რთული ასახსნელი იყოს.
„თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ყველაფერი უკეთესად ასატანი გავხადოთ, ეს დაგვეხმარება“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.




