გიორგი ვაშაძე – გპირდებით, მომავალ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია პირველ ადგილზე გავა – ყველა ოპოზიციურ პარტიას ვურჩევ მეტი გაერთიანებისკენ

გპირდებით, რომ მომავალ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია და სხვა ყველა ადამიანი, რომელიც შემოგვიერთდება, პირველ ადგილზე გავა, „ქართული ოცნება“ კი დამარცხდება , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, მ IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია, რათა „ქართული ოცნება“ მმართველობას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდეს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მეტი ერთობისკენ მოუწოდებს.
„გპირდებით, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია და სხვა ყველა ადამიანი, რომელიც შემოგვიერთდება, გავა პირველ ადგილზე. პრორუსულ ძალას არასდროს ჰქონია ქვეყნის მართვის მანდატი და დღეს „ქართული ოცნება“, განსხვავებით წინა სგან, არის ღიად პრორუსული ძალა და აქედან გამომდინარე ის ვერ მოიგებს არჩევნებს.
IRI -ის კვლევის მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ერთადერთი გამონაკლისი პარტია, რომლის რეიტინგიც გაიზარდა, მაგრამ იმისთვის, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ , მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვა საკმარისი არ არის. ჩვენ ვაყალიბებთ „გამარჯვების კოალიციას“, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში რაიმე სახის გამარჯვების შანსი არ დავუტოვოთ.
ეს კვლევა მიმანიშნებელი უნდა იყოს ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, რომ როგორც ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გადავდგით ნაბიჯი კონსოლიდაციისკენ, ასე უნდა გადადგან ნაბიჯი და შესაბამისად, 5%-იანი ბარიერი პრობლემა აღარ იქნება, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ეს პრორუსული, ბნელი ძალა ჩამოვაშოროთ ქვეყნის მართვას. ყველა ოპოზიციურ პარტიას ვურჩევ მეტი გაერთიანებისკენ. მე, როგორც „გამარჯვების კოალიციის“ კამპანიის ხელმძღვანელი, პირდაპირ გეუბნებით, რომ არ ვაწყობ სტრატეგიას თუ ვინ ვისთან გაერთიანდება, ჩვენი მიზანია გავიდეთ პირველ ადგილზე და გავალთ კიდეც და ამას მოწმობს აღნიშნული კვლევებიც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს

ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია

ბიძინა ივანიშვილი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში – ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია

ირაკლი კობახიძე – ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ხალხი ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს ევროპულ მომავალს

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა

ბიძინა ივანიშვილი – საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, სადაც ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას! – ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში