ლევან სანიკიძე: …ამ ხალხის პატრონი რა პირით კრძალავთ სხვა პარტიას, ეძახით სხვას უსამშობლოს და მოღალატეს? არ გამოვა პასუხისმგებლობისგან გაქცევა და “ბიძინამ არ იცოდა”- ს ძახილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე:
ძვირფასო ქართული ოცნების ამომრჩევლებო!
თქვენივე გამოძიების ვერსიით, თქვენს პარტიას ჰყავდა:
ორჯერ ნაპრემიერალი ღარიბაშვილი – კორუმპირებული, უკანონოდ მიღებული 7 მილიონი დოლარი ამოიღეს საცოხვრებელი ბინიდან;
სუსის უფროსი ლილუაშვილი – კორუმპირებული, ქოლ-ცენტრების ლობისტი, საბავშვო ბაღებში ბავშვების კვების ფულის ქურდი, სახელმწიფო ინტერესების მოღალატე;
თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე – კორუმპირებული, ქართული ჯარის მძარცველი;
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიქაუტაძე – კორუმპირებული, სახელმწიფო ბიუჯეტის ვირთხა;
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური – კორუმპირებული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მძიმე ავადმყოფების მკურნალობის ფულის მიმთვისებელი.
ამ ხალხის პატრონი რა პირით კრძალავთ სხვა პარტიას, ეძახით სხვას უსამშობლოს და მოღალატეს?
არ გამოვა პასუხისმგებლობისგან გაქცევა და “ბიძინამ არ იცოდა”- ს ძახილი.
აუცილებლად მოვა სამართალი!