ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა. განცხადება 14:00 საათზე გაკეთდება.
სავარაუდოდ, ბრიფინგი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის დაკავებას შეეხება.
როგორც „ინტერპრესნიუსს” ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განუცხადა,ილია ღუდუშაური დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
„ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც ვიცი, ბრალი არ აქვს წარდგენილი. საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, არ ვიცნობ. დღეს ვგეგმავ შესვლას და მონახულებას, შესაძლოა, ეს დაემთხვეს ბრალის წარდგენასაც. როგორ ვიცი, წუხელ დააკავეს“, – აღნიშნა ადვოკატმა.




