დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა – ბრალდებული დაკავებულია

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.
ასევე, არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. ქალი ცივი იარაღით არის მოკლული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ლორთქიფანიძე: დაგვცინის, როდესაც პროდუქტის ფასს ნახევარი კილოგრამის ღირებულებით ადგენს… დემაგოგიური, იაფფასიანი მეტროლოგია. ალბათ, ბავშვობაშიც კი პურზე არ გაუგზავნიათ გასტრონომში