ფინანსურ პოლიციაში გამოჰკითხეს იმ კომპანიის დირექტორი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოს მანქანები ჩამოუყვანა

ფინანსური პოლიცია ჯანდაცვის სამინისტროსა და “ჯითი ჯგუფს” შორის სასწრაფო მანქანების შესყიდვაზე დადებულ 2023 წლის სატენდერო ხელშეკრულების პირობებს იკვლევს. “პირველების” ინფორმაციით, საქმის ფარგლებში ფინანსურ პოლიციაში  “ჯითი ჯგუფის” ხელმძღვანელი თემურ უსტიაშვილი გუშინ გამოიკითხა.

“ჯითი ჯგუფის” ხელმძღვანელი “ტვ პირველს” უდასტურებს, რომ დაკითხვაზე იყო და კითხვები სასწრაფოს მანქანების შესყიდვას შეეხებოდა.

უსტიაშვილი საუბრობს 2023 წლის სატენდერო ხელშეკრულებაზე და ამბობს, რომ 100 ავტომანქანიდან, რომელიც  “ჯითი ჯგუფს” ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა გადაეცა , აქედან სამინისტრომ მხოლოდ 54 ერთეული ჩაიბარა, 5 მილიონ ევროზე მეტი ღირესბულების ავტომობილების ჩაბარებაზე კი უარი განაცხადა.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მათთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ თქვა უარი ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების მანქანების ჩაბარებაზე. ირკვევა, რომ მხარებს შორის მიმდინარეობდა ორწლიანი შიდა მოლაპარაკებები, რის შემდეგაც “ჯითი ჯგუფმა” სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო დავა დაიწყო.

ესაა ერთ-ერთი ტენდერი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მივაწოდეთ ჩვენ მანქანები, ნაწილი მიიღეს, ნაწილი არ მიიღეს, რაზეც სამოქალაქო დავა გვაქვს უკვე დიდი ხანია ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან. გუშინ ჰქონდათ კითხვები, ამოიღეს დოკუმენტაცია. არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, მოვიდნენ დოკუმენტების ამოსაღებად და მივაწოდეთ ყველა ის დოკუმენტაცი კანონის შესაბამისად, რაც მოითხოვეს. 

ერთ ერთ შესყიდვა ეხება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ნაწილი მანქანების მიიღო და მეორე ნაწილი აღარ მიიღო. ამის შემდეგ, რომ ამოვწურეთ ჩვენი წერილობითი შესაძლებლობები, მივმართეთ სასამართლოს და სამოქალაქო დავა გვაქვს. 

თუ არ მეშლება 2023 წელს იყო ეს შესყიდვა. დაახლოებით თუ არ მეშლება, 100 მანქანა იყო ჯამურად. არ მოწონდათ და ზუსტად მაგაზეა ჩვენი ურთიერთშეუთანხმლელბლობა. სასამართლოს სხდომა შარშან ერთი ჩატარდა, გადაიდო და ახლა ველოდებით ახალს. ჩვენი ვალდებულების პირნათლად შესრულების აღიარებას ვითხოვთ”, – ამბობს  „ჯითი ჯგუფის” ხელმძღვანელი.

ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ფინანსურ პოლიციაში. ეს მოწმის სახით დაკითხულ ბიზნესმენს არ განუმარტეს, თუმცა როგორც ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი “პირველებს” ეუბნება, ამ საქმის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი უკვე გამოკითხულია.

  • 2023  წელს, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროსა და “ჯითი ჯგუფს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა, მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იყო.

“პირველებმა” „ჯითი ჯგუფის” ხელმძღვანელის ადვოკატს დღეს ჰკითხა, ხომ არ დასმულა კითხვები მათ შორის ზურაბ აზარაშვილთან დაკავშირებითაც – უფლებადამცველი ამბობს, რომ გამოძიებას თემურ უსტიაშვილთან ყოფილ მინისტრზე კითხვები არ ჰქონია.

ავტომობილების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა ჩვეულებრივად მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული და ის ექსპლუატაციაშია. ნაწილთან მიმართებაში ჰქონდათ რაღაც შეკითხვები, რომელიც ჩვენი მოსაზრებით იყო აბსოლუტურად ამოწურვადი საკითხი, თუმცა მიწერ-მოწერით და საუბრებით ამის ამოწურვა ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე “ჯითი ჯგუფმა” სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს. მითვისება “ჯითი ჯგუფის” მიერ ნამდვილად ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ მანქანებიც მიწოდებულია და  თანხებიც ჩვენი შეფასებით უკანონოდ აქვს ჩამოჭრილი ადმინისტრაციულ ორგანოს, ამიტომაც წავედით სასამართლოში. ამიტომ რაიმე მითვისებას რომ სწავლობდნენ “ჯითი ჯგუფის” მხრიდან ეს გამორიცხულია.

აზარაშვილთან დაკავშირებით კითხვაც არ დაუსვამს არავის, დანრჩენ სამინისტროს პირებთან კომუნიკაციის ნაწილში კითხვები დაისვა, თუმცა ამაზე ჩვენ გავეცით პასუხი, რადგან ჩვენ ათობით წერილი გვაქვს გაგზავნილი სამინისტროსთან და ავუხსენით, რომ ეს კომუნიკაცია მიმდინარეობა. ჩვენ ვწერდით ჯანდაცვის სამინისტროს და ვინ პირები ეცნობოდნენ და ირებდნენ გადაწყვეტილებებს, ასეთ დეტალებში ჩვენთან გამოძიება აღარ წასულა. 

(ჟურნალისტი – შეიძლება თუ არა თემურ უსტიაშვილის ჩვენება გამოიყენონ ვინმეს წინააღმდეგ?) გამორიცხულია, ამ ეტაპზე გამოძიებსი მხრიდან ასეთი კონკრეტიკა არ ყოფილა”, – ამბობს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.