მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, რუსეთი საჰაერო იერიშებით თავს დაესხა კიევ-პეჩერის ლავრას, ეროვნულ ნაკრძალს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი.
მისივე ცნობით, საერთო ჯამში, რუსული აგრესიის დროს 700-ზე მეტი რელიგიური ობიექტი დაზიანდა. 53 კი მთლიანად განადგურდა – “ასეთია იმედგაცრუების მომგვრელი სტატისტიკა და კიდევ ერთი შეშფოთება მსოფლიოსთვის” | წერს ლუბინეცი.