“პრეზიდენტი [უკრაინაში] სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება და მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩართული” – ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი, ქეროლაინ ლევიტი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
„პრეზიდენტი კვლავ აქტიურად არის ჩართული და, რა თქმა უნდა, მას ამ მოლაპარაკებების შესახებ აცნობებენ მისი მრჩევლები, კერძოდ, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი. მათ გასულ შაბათ-კვირას მრავალმხრივი შეხვედრა ჰქონდათ, რომელიც სათანადოდ არ გაშუქებულა, მაგრამ ეს ისტორიული ხასიათის იყო, სადაც პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ამ ომის ორივე მხარე, რათა პროცესი უფრო ახლოს მივიდეს მშვიდობასთან“ – თქვა ლევიტმა.




