კორუფციული სკანდალი მერიაში – კალაძე პასუხისმგებლობას იხსნის (ვიდეო)

ბაღების სააგენტოდან მოპარულ დიდ ფულზე, კალაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. დედაქალაქის მერი, კითხვაზე მზად არის თუ არა მისცეს ჩვენება, მხოლოდ იმას პასუხობს, რომ მის მიერვე დანიშნული პირების გადაცდომაზე პასუხს არ აგებს. არადა წესით პროკურატურას თბილისის მერთან ბევრი კითხვა უნდა ჰქონდეს. სულ მცირე იმაზე, რატომ არ მოხდა უწყების მხრიდან რეაგირება გადაცდომებზე, რაც ბაღების სააგენტოში აუდიტის სამსახურმა ჯერ კიდევ 2019 წელს იპოვა.

პასუხისმგებლობას საგამოძიებო უწყებებს აკისრებს, თუმცა აუდიტის მიერ აღმოჩენილი დარღვევები წესით პროკურატურაში ისევ მერიას უნდა გადაეგზავნა. ეს სავარაუდოდ არ მომხდარა, რადგან 7 წლის წინ ამ დანაშაულების გამოძიების ინტერესი არ არსებობდა. წლების მანძილზე, სავარაუდო კორუფციაზე დასმულ ყველა კითხვას კალაძე თავდასხმით პასუხობდა, დღეს დიდძალი ქონების გადამალვის ფაქტებს ვეღარ უარყოფს.

“ოცნების” საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ ბავშვების ძარცვაში მერიის დაქვემდებარებული უწყებების გარდა ჩართული იყო სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი. ასეთი მასშტაბის კორუფციული სქემა კი ოპოზიციის თქმით, შეუძლებელია კალაძის ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, თუ იცოდა და არ ამბობდა ეს თანამონაწილეობაა, თუ 7 წლის მანძილზე ვერაფერი გაიგო – გულგრილობა.