“დავაწესებთ საათობრივ ანაზღაურებას, საათში – 10 ლარი, რაც იქნება თვეში 2000 ლარი” – ნათელაშვილის ინიციატივა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
“პარლამენტმა დეპუტატის ხელფასი გაზარდა 10 ათას ლარამდე, ეს მაშინ, როცა საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია და რეიტინგით ვდგავართ ვანუატუსა და მობუტუსთან ერთად. ეს არის კატასტროფა, რომელიც გამოიწვია ოლიგარქიულმა რეჟიმმა. ამ რეჟიმის შეცვლისთანავე ჩვენ დავაწესებთ საათობრივ ანაზღაურებას, საათში 10 ლარის ოდენობით, რაც იქნება თვეში 2000 ლარი და აღნიშნული პრინციპი გავრცელდება ყველა მუშა-მოსამსახურეზე. საქართველოში არა მარტო პრობლემაა სამსახურის შოვნა, არამედ სამსახურის შემდეგ მონად ყოფნაა განსაკუთრებით მტკივნეული და დამანგრეველი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო ქსელებში, მშენებლობებზე, ჯანმრთელობის გამანადგურებელ არანორმირებულ რეჟიმებზე და იღებენ 500-600 ლარს, რაც არ ჰყოფნით არაფერში. ეს ყველაფერი თანამედროვე ტიპის მონობაა, რომლის ავტორი და მამამთავარი გახლავთ მილიარდერი, ქართველი ხალხის ვაებით გამდიდრებული და მისი რეჟიმი. მისი მოშორება ნიშნავს, იმ, 20 ლარიანი ხელფასის სამუდამოდ ისტორიაში დამარხვას და ახალ მომავალს ჩვენი ხალხისათვის. მომავალს, შრომითი მონობის გარეშე”.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება