ევროკავშირი საქართველოსთვის სპეციალურ წესებს ვერ შემოიღებს – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსკოპისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ხავიერ ბატელის თქმით, კანონები და კრიტერიუმები ყველა ქვეყნისთვის თანაბარია, შესაბსამისად, საქართველო უნდა დაემორჩილოს და მიჰყვეს ამ წესებს.
ბეტელმა ასევე თქვა, რომ ვენაში, ეუთოს ბოლო შეხვედრაზე მაკა ბოჭრიშვილს ესაუბრა და უთხრა, რომ იციან, როგორც მოექცნენ დემონსტრანტებს და ამაზე თვალს ვერ დახუჭავენ.
საქართველომ ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს. არსებობს კანონები და კრიტერიუმები შესასრულებლად. საქართველო განაკუთრებული მოპყრობით ვერ ისარგებლებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნები ვერ ისარგებლებენ. მე მქონდა მოლაპარაკებები ჩემ ქართველ კოლეგასთან. ჩვენ მათთან უნდა ვისაუბროთ, თუ მათ არ დაველეპარაკებით, გაგვიჭირდება მათი გადარწმუნება იმაში, რაც არ მოგვწონს. ვენაში, ეუთოს ბოლო შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, როგორ მოიქცნენ დემონსტრაციებთან დაკავშირებით და დემონსტრანტების მიმართ. რთულია ამის მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ კომისია მის დავალებას კარგად შეასრულებს და ინფორმირებულს გვამყოფებს. ისინი საქართველოსთვის სპეციალურ წესებს ვერ შემოიღებენ,- განაცხადა ბეტელმა.




