ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020-2024 წლებში კახი ბექაურმა “ორი ნაბიჯიდან” დივიდენდის სახით 66 მილიონი ლარი მიიღო

მარეგულირებელი კომისიის 12-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ კახა ბექაურს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა | კომუნიკაციების კომისიის წევრის პოზიციაზე ის ოცნების ყოფილმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა. როგორც გამოცემა BMG-ს კომისიაში უთხრეს, ახალი თავმჯდომარის პოსტზე 29 იანვარს გაიმართება.
🔴 კომისიის ხელმძღვანელობის პარალელურად ბექაური საქართველოს სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, “ორი ნაბიჯის” თანადამფუძნებელი და 33%-იანი წილის მფლობელია. ბოლოს, 2025 წლის ივლისში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავლის უდიდესი წყარო სწორედ “ორი ნაბიჯიდან” მიღებული დივიდენდია, რამაც 2024 წელს 20.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა 2023 წელს მიღებულ დივიდენდს 18.2 მილიონ ლარს, 2.3 მილიონი ლარით აღემატებოდა.
🔴ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020-2024 წლებში კახი ბექაურმა “ორი ნაბიჯიდან” დივიდენდის სახით 66 მილიონი ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბექაურს ბოლო 2023 წლის არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა.
🔴 მისი მედია კარიერა კი ასეთია:
2012: ბექაური “მეცხრე არხს” მართავდა;
2010-2011: იყო ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორი;
2004-2005: იკავებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას;
2002-2003: დირექტორის პოზიციიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანიას “მზე”. [BMG]
🔴ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 2014 წელს, კომისიის წევრის სტატუსით მივიდა, 2017 წლიდან კი კომისიას ხელმძღვანელობს.

ასევე დაგაინტერესებთ