ჩინეთში დააკავეს გენერალი, რომელსაც აშშ-თვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ედავებიან

ინეთში დააკავეს მაღალი რანგის გენერალი ჭანგ იოუსია, რომელსაც ამერიკისთვის ბირთვული შეიარაღების პროგრამის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ.

Times of India-ის ინფორმაციით, გამოძიება გენერალს ასევე ედავება იარაღის ტექნიკური მონაცემების გაჟონვასა და ქრთამის აღებას. ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იოუსიამ დიდი თანხის სანაცვლოდ ხელი შეუწყო ჩინეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაწინაურებას.

ჩინეთის ოფიციალური მხარე საქმეს „დისციპლინისა და კანონის უხეშ დარღვევად“ აფასებს, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.