25 იანვარს ედუარდ შევარდნაძე – შევი დაიბადა

შენ გაგიმარჯოს ედუარდ შევარდნაძევ! კიდევ კარგი დაიბადე და კიდევ კარგი საქართველოში და კიდევ კარგი მსოფლიოს პოლიტიკურ ორომტრიალში მოხვდი და ერთ-ერთი საკვანძო ფუნქციის შესრულება, მთავარი ფიგურანტების დალაპარაკება-მოლაპარაკება, მოგიწია. კიდევ კარგი ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსები დაიმეგობრე და მერე ისინი შენი სათაყვანებელი სამშობლოს კეთილდღეობისა და განვითარების შემწედ მოგვევლინენ. მათ შორის გამორჩეული კი ნამდვილად ჰეიდარ ალიევი იყო. როგორც იტყვიან – მეგობრობა გზად და ხიდადო. ჰოდა, თქვენი მეოხებით გაიჭრა „აბრეშუმის გზა“ თავისი სატრანსპორტო დერეფნით, ნავთობსადენებით თუ გაზსადენით. „მეგობრობის ხიდებიც“ გადე ოკეანისგაღმელ სტრატეგიულ პარტნიორთან თუ ძირძველი ევროპის ქვეყნებთან. მართალია, დღეს მაშინდელი „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ჩამოშლის პირასაა, მაგრამ ეს სულაც არ ცვლის იმ არსებულ რეალობას, რაც ბერლინის კედლის დანგრევასა თუ რკინის ფარდის ჩამოხსნას მოჰყვა. რაც დრო გავა, უფრო კარგად გამოჩნდება ვინ როგორ იღვაწა საქართველოსთვის და უფრო ნათელი გახდება ის, რასაც ასე მონდომებით ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ. შენ გაგიმარჯოს! 🍷✨
1928 წლის 25 იანვარს ედუარდ შევარდნაძე – შევი დაიბადა.