“ყალიბდება შუა დერეფნის სამხრეთ განშტოება, რომელიც ჩვენზე აღარ გადის – კონკურენტული უპირატესობის გარეშე ვრჩებით”

ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი­დევ უფრო ცხად­ყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არც -ს და არც სა­მე­ზობ­ლოს ფო­კუს­ში აღარ ექ­ცე­ვა. მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა და­ვოს­ში, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ პა­ნე­ლურ სე­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და: “ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცალ­მხრი­ვად გავ­ხსე­ნით დე­რეფ­ნე­ბი სომ­ხე­თის­თვის. დიახ, ამ­ჟა­მად ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუმ­ცა, ერთ დღე­საც ტრან­ზი­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა პირ­და­პირ სომ­ხე­თი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით მოხ­დე­ბა და ეს დღე არც ისე შორს არის”.

ახ­ლა­ხან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ Truth Social-ში და­წე­რა, რომ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვენ­სი თე­ბერ­ვალ­ში სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს ეწ­ვე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო ნახ­სე­ნე­ბი არ­სა­დაა. “თე­ბერ­ვალ­ში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვენ­სი ორი­ვე ქვე­ყა­ნას ეწ­ვე­ვა, რათა გა­აძ­ლი­ე­როს ჩვე­ნი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლის­ხმე­ვა და წინ წას­წი­ოს “ტრამ­პის გზა სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის“ (პრო­ექ­ტი TRIPP-ი)“- აცხა­დებს -ს პრე­ზი­დენ­ტი.

მი­სი­ვე თქმით, აშშ გა­აძ­ლი­ე­რებს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას აზერ­ბა­ი­ჯან­თან და მშვი­დო­ბი­ა­ნი ბირ­თვუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­თან­ხმე­ბას სომ­ხეთ­თან.

“რო­გორც ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ასე­ვე ჩვე­ნი უშუ­ა­ლო მე­ზობ­ლე­ბი, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აღარ გა­ნი­ხი­ლა­ვენ რო­გორც ადეკ­ვა­ტურ, სან­დო სა­ვაჭ­რო პარტნი­ორს, რაც უდი­დე­სი პრობ­ლე­მა და ტრა­გე­დი­აა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ფუნ­ქცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, “ოც­ნე­ბა“ იმ­დე­ნად ტოქ­სი­კუ­რი, არა­სან­დო და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გახ­და, რომ მას­თან საქ­მის და­ჭე­რა აღა­რა­ვის უნდა. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ისევ და ისევ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში რჩე­ბა მარ­ტო, სან­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­რე­შე და პი­რის­პირ რუ­სეთ­თან” – ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი მე­ლაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გააგრძელეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ