ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.18 თეთრით. 24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6692 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9089 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.