-ში, მინესოტას შტატში ფედერალურმა აგენტებმა 37 წლის კაცი მოკლეს – შეიცავს მკვლელობის ამსახველ მძიმე კადრებს

-ში, მინესოტას შტატში ფედერალურმა აგენტებმა 37 წლის კაცი მოკლეს. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების ფონზე, მიმდინარე თვეში ეს მკვლელობის მეორე შემთხვევაა.
მოკლულია ექთანი ალექს პრეტი, რომელიც აშშ-ის მოქალაქე იყო და მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში.
სასაზღვრო პატრულის მეთაურის, გრეგ ბოვინოს განცხადებით, 24 იანვრის დილას აგენტები მიზნობრივ საიმიგრაციო ოპერაციას ატარებდნენ, როდესაც მათ პრეტი იარაღით მიუახლოვდა, აგენტებმა მისი განიარაღება სცადეს, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. ბოვინოს თქმით, ამის შემდეგ სასაზღვრო პატრულის ოფიცერმა თავდაცვის მიზნით გაისროლა.
👉 საპირისპირო ჩანს სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ კადრებში. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, პრეტის ხელში არა იარაღი, არამედ ტელეფონი უჭირავს და საიმიგრაციო ოპერაციას იღებს. ვიდეოში ისმის სტვენისა და პროტესტის ხმაც. რამდენიმე წამში ფედერალური აგენტები პროტესტის მონაწილე ქალს ხელს კრავენ, პრეტი წაქცეული ქალსა და აგენტებს შორის დგება, შემდეგ კი ქალის წამოყენებას ცდილობს, სასაზღვრო პატრულის თანამშრომლები სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენებას იწყებენ, პრეტის ძირს აგდებენ და ფიზიკურად ძალადობენ, შემდეგ კი ისმის 10-ჯერ გასროლის ხმა.
მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) საწინააღმდეგო საპროტესტო მარში გაიმართა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აზვირთდა, რაც 7 იანვარს ამავე ქალაქში ICE-მა იმსხვერპლა 37 წლის რენე ნიკოლ გუდი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფედერალურ აგენტებს მოუწოდა, რომ ქალაქი დატოვონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია