მოკლული მასწავლებლის საქმის ფარგლებში ღამით რამდენიმე დაკავებული არასრულწლოვანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ბრალდებულების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ გუშინ გვიან ღამით სახლებიდან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონები, ელექტრონული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები წაიღეს.
“პროკურატურის მოქმედება ყველანაირ ზღვარს აჭარბებს. გუშინ 10 საატზე შემოგვივარდნენ სახლში, მე ჩემს ეუღლეს, ჩემს შვილს, დედაჩემს და კიდევ სხვა ოჯახებს. ხდება პროკურატურის მეირ ჩვენი დაშინება. 6 კაცი შემოგვიცვივდა სახლში, წაიღეს ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი ტელეფონი. ყველანაირი კომპიუტერი ყველანაირი ახსნის გარეშე. გვითრეს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად რას ეძებდნნენ არ უთქვათ. ვერაფერ ვერ აგიხსნითო, არის განჩინება მოსამართლისო, ხელი მოაწერეთო და აგვაწიოკეს. ჩემს სახლში ჩატარდა ჩხრეკა, სადაც მე ვცხოვრობ დედაჩემთან, ამ სახლში, სადაც ახლა ვართ – ჩემს მეუღლესთან და ქუჩაში დაიჭირეს ჩემი შვილი და იმასაც წაართვეს ტელეფონი”, – აცხადებს დაკავებულის მამა.




