პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე:
მთელი ტროტუარები მოყინულია, ძლივს-ძლივობითღა უნდა იარო ისედაც და, სადაც კი დიდ-დიდი სახლები ააშენეს ამ არაბებმა, ყველგან გადაჭედილია ტროტუარი იქ უკვე მცხოვრებთა თუ ჯერ არ მცხოვრებთა მანქანებით! კაციშვილი გამკითხავი არავინაა! მანქანიანები უმანქანოებს ადამიანებად არ თვლიან ამ ქალაქში! არც არავინ აკონტროლებს სიტუაციას! ბინა ხომ იყიდა და ახლა ტროტუარიც მისია, ბაღიცა და ბოსტანიც!
ამ დროს ტროტუარზე დგომისთვის აკავებენ ადამიანებს და თანაც ვის? ყველზე კეთილშობილ, ინტელიგენტ ბიჭს,Sandro Megrelishvili ვინც კი ცხოვრებაში მცნობია! ერმა რომ უნდა იამაყოს მართლა მისი არსებობით! ხელისუფლება, ფრთხილად!
ხალხთან მოსასვლელი ტროტუარები ისედაც მაგრად მოყინულია!
ცნობისათვის, მოსამართლე დავით მაკარიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
„ბრავო! სანქციები!“ – გაისმა სასამართლო დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ
„სანდრო, ყოჩაღ!“, “ჯიგარი ხარ!“, – ისმოდა სასამართლოს სხდომათა დარბაზში.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს.




