ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩი აღარ იქნება

ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩი აღარ იქნება.
ჟვანიამ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ თანამდებობის ყოფნის ვადა ამოეწურა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ევროპის ერთერთ ქვეყანაში შესთავაზა ელჩობა, რაზეც უარი თქვა.
მისი თქმით, მუშაობას ისრაელში, კერძო სექტორში გააგრძელებს.
“შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, მქონდა, ჯერ კიდევ მაისში საგარეო საქმეთა მინისტრისგან, შემდეგ, ასევე, მქონდა საუბარი აგვისტოში პრემიერმინისტრთან, რომელმაც გააგრძელა ჩემი ისრაელში ყოფნის ვადა, მაშინ ეს ვადა იყო გაგრძელებული პირველ თებერვლამდე და ამოიწურა ეს ვადა. ეს იყო პრემიერის გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლობელი ვარ.
არც იმას დაგიმალავთ, რომ დეკემბერში, როცა ელჩების შეხვედრა იყო, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ შემომთავაზა დავფიქრებულიყავი და დავთანხმებოდი რომელიმე ქვეყანაში ელჩად წასვლას. კონკრეტულად ქვეყანა არ იყო დასახელებული, მაგრამ ევროპის ერთერთ ქვეყანაში იყო ასეთი შემოთავაზება. მეგობრული საუბრის დროს მე მას ვუთხარი, რომ იგივე პოზიცია მაქვს, რაც მაისში მქონდა და შემდეგ აგვისტოში.
არც იმას დაგიმალავთ, რომ დან მაქვს შემოთავაზებები, რომელიც კერძო საქმიანობას უკავშირდება და ძალიან სერიოზულ საერთაშორისო პროექტებს, რომლებმაც, ალბათ, უახლოეს მომავალში უნდა შეცვალონ ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბევრი რამ. ასე რომ, ეს გამოწვევა ძალიან საინტერესოა, არანაკლებ, ვიდრე ელჩობა. ასეთ შემოთავაზებაზე დრო მქონდა მეფიქრა და უარი ვერ ვთქვი”, – თქვა მან.
ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩი 2019 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა.