ყოველი ვიქტორი, რომელიც ევროპული ფულის ხარჯზე ცხოვრობს და ამავდროულად ევროპული ინტერესების გაყიდვას ცდილობს, თავში წამორტყმას იმსახურებს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
“კარგია, რომ ბევრი სანქცია არსებობს. რუსული ნავთობი იაფდება, მაგრამ დინება არ შეწყვეტილა. და რუსული კამპანია, რომელიც პუტინის ომის მანქანას აფინანსებს, ჯერ კიდევ მუშაობს. მეტი სანქციების გარეშე ეს არ შეიცვლება.
მადლობელი ვართ აგრესორზე მთელი ზეწოლისთვის, მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ: ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა მისმა სანქციებმა ისევე ეფექტიანად დაბლოკოს მტრები, როგორც ამერიკულმა სანქციებმა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ვინაიდან თუ ევროპას გლობალურ ძალად არ დაინახავენ, თუ მისი ქმედებები ცუდ აქტორებს არ შეაშინებს, მაშინ ევროპა ყოველთვის რეაგირების რეჟიმში იქნება, ახალი საფრთხეებისა და თავდასხმების წინაშე.
ვხედავთ, რომ ძალები, რომლებიც ევროპის განადგურებას ცდილობენ, ერთი წამითაც არ შეწუხებულან. ისინი თავისუფლად მოქმედებენ, ევროპის შიგნითაც კი მოქმედებენ. ყოველი ვიქტორი, რომელიც ევროპული ფულის ხარჯზე ცხოვრობს და ამავდროულად ევროპული ინტერესების გაყიდვას ცდილობს, თავში წამორტყმას იმსახურებს. თუ ის კომფორტულად გრძნობს თავს მოსკოვში, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავუშვათ, რომ ევროპული დედაქალაქები პატარა მოსკოვები გახდნენ,” – განაცხადა ზელენსკიმ.




