სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის EU-ს მიერ 50 მილიარდი ევროს გამოყოფას | შმიგალი

სლოვაკეთი მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემაზე 2024-2027 წლების განმავლობაში – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა ს პრემიერ რობერტ ფიკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ფიკოსთან რიგ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და სლოვაკი კოლეგისგან მიიღო დაპირება, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას.