227 მილიონ ლარი – ეს ის თანხაა, რაც მთავრობამ ხალხის ჯიბიდან ჯარიმების სახით ამოიღო. ოფიციალური მონაცმებით, 2025 წელი რეკორდული ჯარიმების წელი იყო. მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან 59 მილიონი ლარით მეტი ამოიღეს ვიდრე წინა წელს, ასეთი არასდროს მოხმდარა.
რა მიზანი აქვს ჯარიმებს? – დარღვევის პრევენცია და გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზურნველყოფა, თუ ბიუჯეტის შევსება. ხალხი, ვინც დღეს “პირველებმა” გამოკითხა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ჯარიმა არასამართლიანია, პოლიციასთან კომუნიკაციის დროს კი რჩებათ განცდა, რომ სამინისტროს თანამშრომლების მიზიანია, ნებისმიერ ფასად ჯარიმა გამოწეროს და ერთგვარი გეგმა შევასოს.
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ჯარიმების ზრდა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა ოფიციალური ანგარიშები არაფერს ამბობს იმაზე, რამდენად შემცირდა ავარიების რაოდენობა ან რამდენად გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის დაცვა. ციფრებში ჩანს მხოლოდ ერთი რამ — ბიუჯეტის შევსება.




