ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ზაზა კანდელაკი ლაშა ჟვანიას შეცვლის

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა – ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ზაზა კანდელაკს შორის შეხვედრა გაიმართა.
“შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ს სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს” – წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ზაზა კანდელაკმა ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ლაშა ჟვანია შეცვალა.