“არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ რეალური ბრძოლა არის გამოცხადებული ადმინისტრაციასა და “დიფ სთეითს” შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
უბრალოდ, კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რასაც დღეს იმეორებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ველოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს.
იმაზე არ არის საუბარი, რომ ვიღაცას მადლობა გადაეხადა და ა.შ. უბრალოდ, კონკრეტული გზავნილები, კონკრეტული ნაბიჯები, ადმინისტრაციის მხრიდან, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ ჩვენ გაჟღერებული გვაქვს აბსოლუტური მზაობა, რომ ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან აღდგეს და რეალური პარტიორობა დაიწყოს, ამის მიუხედავად არის აბსოლუტური დუმილი.
რა თქმა უნდა, ვრჩებით სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმში, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს, ვინაიდან უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვერანაირი კონკრეტიკა ვერ გავიგეთ საქართველოსთან მიმართებაში. ერთი წელი გავიდა უკვე, რაც ადმინისტრაცია არის ხელისუფლებაში,” – ამბობს დეპუტატი ლევან მაჭავარიანი




