მურთაზ ზოდელავა: თუ არაფერ შუაში მყოფი ადამიანი არსებობს ბუნებაში, ეს პაატა მანჯგალაძეა

“თუ არაფერ შუაში მყოფი ადამიანი არსებობს ბუნებაში, ეს არის  – ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

განცხადებით მურთაზ ზოდელავამ პროკურორ ვაჟა თოდუას და მოსამართლე, ირაკლი ხუსკივაძეს მიმართა.

მისი თქმით, პაატა მანჯგალაძე სასამართლო პროცესზე დამსწრეთა კარებიდან უნდა შედიოდეს. 

არაჩვეულებრივი მოქალაქეები არიან ბრალდებულები, აქ ყველა კარგი მოქალაქეა, არცერთ ჩვენგანს, კრიმინალური მენტალობა არ გააჩნია, ანგარებაზე საეროდ ზედმეტია საუბარი. პაატას მომენტი მინდა გამოვყო – თუ არაფერ შუაში მყოფი ადამიანი არსებობს ბუნებაში, ეს არის პაატა. აბსოლუტურად იგივეა ირაკლის და ლაშას შემთხვევაც, მაგრამ პაატას შემთხვევა კიდევ უფრო განსაკუთრებულია. აქციაზე როგორც ჩვეულებრივად მოვიდოდა, რიგითი მოქალაქე ნანული დეიდა ან გურამი ბიძია, ისე მოვიდა ეს კაცი იმ აქციაზე და ისე წავიდა… თუ რამე არსებობს, ეს კაცი, წესით და რიგით, იმ კარიდან უნდა შემოდიოდეს ამ სასამართლო პროცესზე,” – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. (“ინტერპრესნიუსის” შიფრი)

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილის და გური ჟვანიას პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ პირები, რომლებმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარეს. ამასთან, განიხილეს ვიდეო-ჩანაწერები.

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?