გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მარტა კოსის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.
„ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოების მიზნით მუშაობის გაძლიერებაზე შევთანხმდით“, – წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ზე.




