საერთაშორისო გამჭვირვალობა: “ქართული ოცნების” 87 მოქმედი დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს 17

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევის თანახმად, ქართული ოცნების 87 მოქმედი დეპუტატიდან 41 კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს 17. ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს (21 კომპანია).
7 კომპანიას რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი, 465 900 569 ლარი. 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მიღებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა, 7 736 986 ლარი.
საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს:
1. ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
2. ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
3. ჭყონია გიორგი – 4 373 744,02 ლარი
4. ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
5. ბარვენაშვილი გიორგი 1 033 008,48 ლარი
6. ლაშა ტალახაძე – 680 000 USD (დეკლარაციაში თანხა დოლარში აქვს მითითებული)
5-ზე მეტი კომპანიის მეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები:
1. ვასილ ჩიგოგიძე – 21
2. გიორგი ჭყონია – 20
3. გიორგი ბარვენაშვილი – 11
4. ბეჟან წაქაძე – 8
5. ზაალ დუგლაძე 7
6. გიორგი ხახუბია – 6
7. ირაკლი კირცხალია – 6