დონალდ ტრამპი: გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა

გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის -ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს რთული საკითხია“.

„ამას მოგვიანებით განვმარტავთ, მაგრამ ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვსაუბრობთ. ეს ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, შეთანხმება, „ფაქტობრივად, კონცეფციას წარმოადგენს“.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, დანიამ შეთანხმებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„ვვარაუდობ, რომ ეს გააკეთეს, რადგან რუტე მათ წარმოადგენს. ის ძლიერი ლიდერია და ვფიქრობ, მათ ესაუბრება. ის ყველასთან საუბრობს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)