კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ბიზნესმენი დეპუტატების ნაწილი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში რეალური მონაწილეობით არ გამოირჩევა და მათი ძირითადი როლი ივანიშვილის პარტიის ფინანსურ მხარდაჭერას უკავშირდება.
მისი შეფასებით, ასეთი დეპუტატები პარლამენტში მორჩილი უმრავლესობის შესაქმნელად შეირჩნენ და საკანონმდებლო მანდატს ბიზნესინტერესებისა და ფინანსური სარგებლისთვის იყენებენ.
ბიზნესმენ 41 დეპუტატს პარლამენტში არავინ ეკითხება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას. მათი მთავარი ფუნქციაა “ქართული ოცნების” დაფინანსება. პარლამენტის მანდატი მათთის არის ე.წ. ბილეთი ფულის შოვნისთვის. ზუსტად ამ ნიშნით იქნა შერჩეული ეს ადამიანები, იმიტომ, რომ ბიძინას სჭირდება მორჩილი ბიზნესმენი, რომელიც ხმას არ ამოიღებს, ფულს იშოვის და ამ ნაშოვნ ფულს ბიძინასაც გაუყოფს. მათ არავინ ეკითხება ქვეყნის საკითხების გადაწყვეტას, მათი მიზანია, რომ რომ ეტყვია “დააჭირე მწვანეს”, დააჭერენ მწვანეს, “დააჭირე წითელს” – დააჭერენ წითელს. ფული უნდა მიიტანონ დანიშნულების ადგილას, – ამბობს ბესიკ დონაძე.
კორუფციულ რისკებსა და ბიზნესისა და პოლიტიკის გადაკვეთაზე საუბრობს ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე, რომლის თქმითაც, ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოებული პირების მიერ წლების განმავლობაში მიღებულ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება.
დაწყებული პრემიერ-მინისტრით გაგრძელებული სუსი უფროსით, გაგრძელებული მინისტრებით და მათი მოადგილეებით, ყველა იყო კორუფციაში ჩაფლული, რასაკვირველია, ჩნდება კითხვა იმ ტენდერებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს დეპუტატები და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები წლების განმავლობაში ღებულობდნენ. თვითონ “ქართული ოცნება” უნდა იწყებდეს მოკვლევას იმ ასეულობით ტენდერში, რომელთანაც დაკავშირებულია “ქართული ოცნების” სხვადასხვა დეპუტატი და მაღალი თანამდებობის პირი იმისთვის, რომ გაიფანტოს ეჭვები, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ, რასაკვირველია, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წინაპირობა წლების განმავლობაში იყო პარტიულ სალაროში ფულის მიტანა , იყო კონკრეტული თანამდებობის პირების ჯიბეში ფულის მიტანა და სწორედ ეს განაპირობებდა და ამუშავებდა აი, ამ კორუმპირებულ სისტემას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, – ამბობს საბა ბუაძე.
“საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველო” ქართული ოცნების დეპუტატების ბიზნესთან კავშირების, სახელმწიფო შესყიდვებისა და პარტიული შემოწირულობების შესახებ კვლევას აქვეყნებს.
ირკვევა, რომ 87 დეპუტატიდან 41-ს აქვს ბიზნესთან კავშირი – აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს 17.
რას წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ნახეთ აქ.




