ბელარუსული მედია მინსკში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების დეტალებზე წერს – “ის ინტერნეტით გაცნობილ ქალთან შესახვედრად ჩამოვიდა”

ბე­ლა­რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მინ­სკში, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა, მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი კი ახ­ლა­ხან გახ­და ცნო­ბი­ლი.

1958 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მინ­სკში იმ ქალ­თან შე­სახ­ვედ­რად ჩა­ვი­და, რო­მელ­საც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნე­ტით ესა­უბ­რე­ბო­და, თუმ­ცა მათი პირ­ვე­ლი­ვე რე­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა ფა­ტა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

შემ­თხვე­ვა დე­კემ­ბრის ბო­ლოს, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მოხ­და. ბე­ლო­რუ­სის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ბი­ნა­ში სტუმ­რო­ბი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და. ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლო – ექი­მებს მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლის ფაქ­ტი და­ა­ფიქ­სი­რეს.

მომ­ხდა­რის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად ჩა­ტა­რე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა გახ­და. კერ­ძოდ, მა­მა­კაცს აორ­ტის ათე­როსკლე­რო­ზი და მუც­ლის არე­ში ანევ­რიზ­მა აწუ­ხებ­და. და­ა­ვა­დე­ბა გარ­თულ­და აორ­ტის კედ­ლის გას­კდო­მით, რა­მაც ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლის და­კარ­გვა გა­მო­იწ­ვია.

ექ­სპერ­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ხში­რად ყო­ველ­გვა­რი სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­იძ­ლე­ბა მყი­სი­ე­რი სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბის ან სტრე­სის ფონ­ზე. წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…