კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, რუსკა მჭედლიძე გასამართლების მოლოდინშია. ცოტა ხნის წინ მას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილებიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მას “ოცნების” მხადამჭერმა ნინო ჯღარკავამ უჩივლა. საქმე ფეისბუქზე გაკეთებულ კომენტარს ეხება.
გუშინ დამირეკა გამომძიებელმა, ვინმე ედიშერმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოდან, რომელმაც მთხოვა, რომ მივსულიყავი, საგამოძიებო მოქმედებების შესრულების პროცესში მიმეღო მონაწილეობა, სადაც პროპაგანდისტი ნინო ჯღარკავა მიჩივის რაღაც ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო. უკაცრავად, მაგრამ მეტი საქმე არ აქვს ამ პოლიციას ან სასამართლოს? ანუ მე მთხოვენ, ნინო ჯღარკავა მთხოვს პირადად, წარვადგინო მტკიცებულებები, სადაც თამაზაშვილი, ღარიბაშვილის სიმამრი არის თუ არა მისი “ნაშა” და ამას იძიებს დღეს საქართველოში ბიძინას სასამართლო და პოლიცია, – ამბობს მჭედლიძე.
“პირველები” ნინო ჯღარკავასაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პოლიციაში ფეისბუქ კომენტარის გამო აქტივიტს ნამდვილად უჩივლა. “ოცნების” მხარდამჭერი მჭედლიძისგან მტკიცებულებებს ელოდება და ამბობს, რომ სასამართლოში შეხვდებიან.
ნამდვილად მივმართე, მე ეს საჯაროდ დავწერე კიდეც პოსტი, რომ მივდივარ პოლიციაში და უნდა ვუჩივლო-მეთქი და მივმართე კიდეც. როგორც კი ცრუ ბრალდებას, როგორც კი ასეთ მარაზმს, შეურაცხყოფას მაკადრებს ვინმე, დამაბრალებს და მტკიცებულებას არ მოიტანს იმისას, რაც მაკადრა, ახალაგზრდა ქალმა რაც იკადრა, ცხოვრება არ უნდა ხვალ? ქალია გასათხოვარი, როგორ უნდა იკადროს ის, რაც იკადრა, ხომ? მტკიცებულებას დადებს, ველოდები სასამართლოზე. მსგავს დაწერს კიდევ ვინმე, ყველას ვუჩივლებ, – ამბობს ნინო ჯღარკავა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში “ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, საქმე ნატა ფერაძის წინააღმდეგაც აღძრეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სამოქალაქო აქტივისტი წერს.




