ეკა მიშველაძე: ტვ პირველს ვტოვებ. მივდივარ, თუმცა არა ბრძოლის ველიდან

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას და წერს, რომ ,,ტვ პირველიდან” მიდის.

,,მაშ ასე, დაპირებულ სიახლეებზე მოგახსენებთ. ჩემს ძალიან საყვარელ საქმეს და სამსახურს – ტვ პირველს ვტოვებ. მივდივარ, თუმცა არა ბრძოლის ველიდან. დანარჩენს დღეს ინგა გრიგოლია-ს რეაქციაში ვიტყვი. მადლობა ამ საუკეთესო წლებისთვის, ამ შესაძლებლობისთვის, თავისუფლებისთვის, როდესაც სულ მქონდა შესაძლებლობა საკუთარი აზრი გამომეხატა. განსაკუთრებული მადლობა ინგა გრიგოლიას- ჩემს ერთგულ და კარგ მეგობარს, რომელიც სულ მედგა და მიდგას გვერდში მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდება. მადლობა ჩემს ამჟამინდელ და ყოფილ პროდიუსერებს ჩემი გაძლებისთვის.

სხვათაშორის ინგას დღეს ჩემი და ვატოს დებატები უნდოდა და ვატო ვერ დაითანხმა. ამიტომ დღეს რეაქციაში მარტო მოვყვები ყველაფერს.

გვიყურეთ დღეს “რეაქციაში”-აცხადებს ეკა მიშველაძე.