საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მან დემოკრატიული უკუსვლაზე, ოპოზიციონერთა დაპატიმრებებსა და მოკავშირე ელჩებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ბოჭორიშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის.
გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან დემოკრატიული უკუსვლის, ოპოზიციონერთა დაპატიმრებებისა და მოკავშირე ელჩებზე თავდასხმებთან დაკავშირებით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე, – განაცხადა დაუთმა.




