გერმანია უკრაინას Sea King Mk41-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია ს Sea King Mk41-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს გადასცემს. ამის შესახებ პისტორიუსმა რამშტაინის ფორმატში მე-18 შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა 6 მრავალფუნქციურ Sea King Mk41-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენთან ერთად, სათადარიგო ნაწილების კომპლექტებსაც მიიღებს.
“Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც უკრაინელებს ბევრ სფეროში დაეხმარება: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე. ეს არის გერმანიის მიერ ამ ტიპის ტექნიკის პირველი მიწოდება”. – თქვა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, უკრაინისთვის მიწოდებული გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ დაახლოებით 6 მილიარდ ევროს მიაღწია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია 2024 წელს უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.