ჩეხეთში ქალაქ ჩრიბსკას მერიაში სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთში ქალაქ ჩრიბსკას მერიაში სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა, მათ შორის, სამი პოლიციელი. ხელისუფლების ცნობით, სროლის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

“ამჟამად არაფერი მიუთითებს ტერორისტულ ან ექსტრემისტულ მოტივზე. არც პოლიტიკურად ან რელიგიურად მოტივირებულ თავდასხმაზე – ყველაფერი მიუთითებს ურთიერთობაზე დაფუძნებულ მოტივზე”. – წერს ადგილობრივი პოლიცია X-ზე.

რეგიონის პოლიციის უფროსის თქმით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა, დაშავებულებს შორის კი ქალაქის მერიც არის.

მისივე თქმით, ადგილზე პოლიციასთან ერთად ფსიქოლოგების ჯგუფიც მუშაობს.