გასული სეზონის ავსტრიის ჩემპიონატის გამარჯვებულის, გრაცის “შტურმის” შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოქვეყნდა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი “შტურმის” კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი გასახდელში თანაგუნდელების თამაშით უკმაყოფილოა და მათ ემოციურად მიმართავს:
“მომეცით ბურთი! ყველას კარში დარტყმა გინდათ” – მიმართავს კიტეიშვილი თანაგუნდელებს.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში ქართველი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ოთარ კიტეიშვილი გრაცის “შტურმის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს, გასულ სეზონში კი ყველა ტურნირის 40 მატჩში გატანილი 11 გოლთა და შესრულებული 9 საგოლე პასით, კლუბს დუბლის შესრულებაში დაეხმარა. ქართველმა ფეხბურთელმა ზაფხულში კლუბთან ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივა.




