დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის მიწვევა გაუუქმეს

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ორგანიზატორებმა, კრიტიკის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის მიწვევა გაუუქმეს.
არაღჩი დავოსის ეკონომიკური ფორუმის სცენაზე ხვალ, 20 იანვარს უნდა გამოჩენილიყო.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დავოსის ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ის გასულ შემოდგომაზე მიიწვიეს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანში მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ტრაგიკული დანაკარგი ნიშნავს, რომ ირანის მთავრობის წლევანდელ დავოსში წარდგენა არასწორია“, — ნათქვამია WEF-ის განცხადებაში.
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი იმ რამდენიმე ადამიანს შორის იყო, ვინც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა გააკრიტიკა.
„ამ ფორუმის ხელმძღვანელები, რა ჯანდაბას ფიქრობთ? მომიტინგეებისთვის უარესი გზავნილის გაგზავნა ვერ წარმომიდგენია“, — დაწერა გრეჰემმა X-ზე.