ბენიამინ ნეთანიაჰუ – ორი თვის წინ ჩვენმა ჯარისკაცებმა ღაზაში „ჰამასის“ პარლამენტი დაიკავეს, გამოგონილი პარლამენტი – ჩვენ ბრძოლას ისრაელის სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ

ჩვენ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ ისრაელის პარლამენტის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ სესიაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენი საუკეთესო ვაჟები ისრაელის მიწაზე არიან დაკრძალულნი. ჩვენ სასტიკი მტრის დასამარცხებლად ბრძოლას გავაგრძელებთ და ამით ჩვენი ძლევამოსილი ვაჟების, ძლევამოსილი შვილების სურვილებს ავასრულებთ. მათი ნება არ შეიძლება ამაზე უფრო ნათელი იყოს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქნესეთის დაარსების დღე ისრაელის გამარჯვებას, თავისუფლებას, დემოკრატიასა და პოლიტიკურ სუვერენიტეტს გამოხატავს.
„ორი თვის წინ ჩვენმა მეთაურებმა და ჯარისკაცებმა ღაზაში „ჰამასის“ პარლამენტი დაიკავეს. გამოგონილი პარლამენტი. იქ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არ არსებობს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლისას „ჰამასს“ ახალი „ნაცისტები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ თავი მოიტყუეს, როცა ჩათვალეს, რომ ისრაელი სუსტი იყო და მასზე თავდასხმა შეეძლოთ.
„იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ჩვენს არსებობასა და ჩვენი მომავალი თაობების არსებობას ეხება რაიმე სახის კომპრომისი არასდროს იქნება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს