პრემიერი ისრაელში საქართველოს ახალ ელჩს შეხვდა, ლაშა ჟვანია კი საელჩოში გააგრძელებს მუშაობას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ისრაელის სახელმწიფოში ახალდანიშნულ ელჩს, ზაზა კანდელაკს. ღარიბაშვილმა ელჩთან განიხილა ისრაელთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.
ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.
ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია კი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამავე საელჩოში დესპანის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. მას ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2019-2024 და 2005-2008 წლებში ეკავა.
24 იანვარს პრემიერ-მინისტრი აგრეთვე შეხვდა ჩინეთში საქართველოს ახალ ელჩს, პაატა კალანდაძეს, კუვეითის სახელმწიფოში ახალდანიშნულ ელჩს, ნოშრევან ლომთათიძეს და საქართველოს ახალ ელჩს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, არჩილ ძულიაშვილს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)