ხატია დეკანოიძე: აბუ-დაბიდან ტყუილებს ლაპარაკობს საქართველოს დერეფნის ფუნქციასა და ანაკლიის პორტზე

აბუ-დაბიდან ტყუილებს ლაპარაკობს საქართველოს დერეფნის ფუნქციასა და ანაკლიის პორტზე.
ამ დროს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა და აშშს-ს სახელწმიფო მდივანმა რუბიომ “ტრამპის მარშრუტის” შესახებ შეთანხმება გააფორმეს ვაშინგტონში.
შეთანხმების მიხედვით, პროექტი დააკავშირებს აზრებაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთმანეთთან და შექმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს “ტრანსკასპიურ სავაჭრო გზაზე – “შუა დერეფანზე”.
შეიქმნება TRIPP-ის განვითარების კონგლომერატი (კომპანია), საიდანაც -სა და სომხეთს შორის წილები 74-26 % – გადანაწილდება.
ვაშინგტონში შეხვედრისას, რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ TRIPP არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მშვიდობისა და განვითარების მიღწევა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ქვეშ დაყენების გარეშე.
ჩვენს მეზობლად ამერიკული ინტერესები შემოდის. საქართველოს ჰქონდა შანსი თავისი მნიშვნელოვანი წილი ეთამაშა ტრამპის სამშვიდობო დერეფნის აქტუალიზაციაში, ისე, რომ ჩვენი ფუნქცია არ დაგვეკარგა. ამისთვის, სპეციალური წარმომადგენელიც კი გამოაგზავნა ადმინისტრაციამ საქართველოში ჯონათან ასკონაზი, რომელსაც ივანიშვილი სერიოზული მოლაპარაკებების ნაცვლად, შათირიშვილის ბოდვითი იდეოლოგიზირებული წერილით შეხვდა.
საქართველო მარტო, მეზობლებისა და დასავლური ინტერესების გარეშე ვერ დაიბრუნებს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ამ უდიდესი მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ მოვლენებში, ივანიშვილმა ქვეყანა უმძიმესი იზოლაციისთვის, რუსული სანქციებიდან არიდებით ვაჭრობიდან ფულისა და საკუთარი ძალაუფლებისთვის გაწირა.
კობახიძის აღმოსავლური ინვესტიციებიც ტყუილია. ერთადერთი “ინვესტია”, რომელზეც ლაპარაკობენ – ივანიშვილის საეჭვოდ გარეცხილი ან რუსული ფულის შემოტანაა “იგლ ჰილზის” შეფერილობით.
საქართველომ დაკარგა ყველაზე უფრო ძლევამოსილი პარტნიორი – , რომელიც საქართველოს ნამდვილი ეკონომიკური განვითარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტი შეიძლება გამხდარიყო.