2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

საქართველო ევროპელ ტურისტებს კარგავს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში საქართველოს 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით არის გაზრდილი, საიდანაც 5.5 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8.4%-ით არის გაზრდილი.

2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან ჩამოვიდა, მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11%-ით არის გაზრდილი – 1.57 მილიონი ვიზიტი (ზრდა 11%); მეორე ადგილზეა თურქეთი 1.24 მილიონი ვიზიტით (კლება 6.6%), სომხეთიდან კი საქართველოში გასულ წელს 948 ათასი ვიზიტორი შემოვიდა (უცვლელია). რეიტინგში ასევე შედიან , აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს, ევროკავშირიდან ნახევარი მილიონი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა საქართველოს ტურიზმის -10-ში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ მოხვდა. შედარებისთვის, პანდემიამდელ პერიოდში 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნები ტოპ ათეულშიც შედიოდნენ.

EU-დან ყველაზე მეტი 84 ათასი ვიზიტორი გერმანიიდან შემოვიდა ამ მაჩვენებლით გერმანია მთლიან რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს.