რუსეთის ელჩი გაეროში: ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებში მყოფ „ცხელ თავებს“… გონს მოეგონ

რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ, შეერთებული შტატები დაადანაშაულა უშიშროების საბჭოს მოწვევაში „სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში აშკარა აგრესიისა და ჩარევის გასამართლებლად“ და „ირანის პრობლემის მისთვის სასურველი გზით გადაჭრის მუქარაში: არასასურველი რეჟიმის დამხობისკენ მიმართული დარტყმებით“.
„ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებში მყოფ „ცხელ თავებს“… გონს მოეგონ. თავად გაეროს სხდომა არაფერია, თუ არა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში აშკარა აგრესიისა და ჩარევის გამართლების კიდევ ერთი მცდელობა. რუსეთის ფედერაცია მკაცრად გმობს გარე ჩარევის ყველა ფორმას, ძალადობისკენ წაქეზებას და ძალის გამოყენების მუქარას მეგობარი ირანის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ გლობალური მოსამართლის როლის თამაში. თქვენი ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონის კიდევ უფრო სისხლიან ქაოსში ჩაძირვას – ქაოსში, რომელიც ადვილად შეიძლება, გასცდეს მის საზღვრებს“ –  თქვა ნებენზიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!