რუსეთის თავდაცვის ცნობით, ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი – Ил-76. უწყების განცხადებას სამთავრობო მედია ავრცელებს. სამინისტრო ამბობს, რომ ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ აყვანილი სამხედრო მოსამსახურე. ასევე, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი.
ს თავდაცვის მტკიცებით, ტყვეები ბელგოროდში გაცვლისთვის გადაჰყავდათ. მათივე თქმით, ადგილზე გიგზავნა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების კომისია, რათა დადგინდეს რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდა.