ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა | მედია

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა | მედია
ს რეგიონ ბელგოროდში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად გამოცემა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 63 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც Unian სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავი, დიდი ალბათობით, სოფელ კრივის არეალში ჩამოვარდა. ადგილზე რუსეთის სპეციალური სამსახურები არიან მობილიზებულები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ.
გამოცემა Украинская Правда-ს ინფორმაციით, საპირისპიროს ამბობენ უკრაინის გენერალურ შტაბში. ისინი ადასტურებენ თვითმფრინავის ჩამოვარდნას, თუმცა განმარტავენ, რომ თვითმფრინავით S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლებიც რუსები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ.
უკრაინის თავდაცვის ცნობით კი, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ და მომხდარში უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლო მონაწილეობას ვერ ადასტურებენ.