ბექა : მოლდოველები არიან რუმინელები, ეს ერთი ეთნიკური ჯგუფია… და აი, მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და რუმინელები გაერთიანდნენ

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა :
1812 წელს რუსებმა დაიპყრეს რუმინეთის პროვინცია ბესარაბია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბესარაბია დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში – რუმინეთში. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შედეგად სტალინმა ის ისევ დაიპყრო და დაუბრუნა რუსეთს. მიჭრეს-მოჭრეს და გადაარქვეს სახელი. მას უწოდეს მოლდოვა. სინამდვილეში, მოლდოვა რუმინეთის სახელმწიფოს პროვინციაა ახლაც.
ორი საუკუნის მანძილზე უმწვავესი რუსიფიკაცია მიმდინარეობდა, იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე საქართველოში. მასობრივად ჩაასახლეს რუსები. თუ საბჭოთა საქართველოს ქართველი კომუნისტები ედგნენ სათავეში, საბჭოთა მოლდოვას ძირითადად რუსები ხელმძღვანელობდნენ (მაგალითად – ბრეჟნევი).
მოლდოველები არიან რუმინელები, ეს ერთი ეთნიკური ჯგუფია, ერთი ენაა, ერთი ისტორია (ბოლო ორი საუკუნის გამოკლებით). და აი, მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და რუმინელები გაერთიანდნენ. ისედაც, მოლდოველთა უმრავლესობას რუმინული პასპორტი უდევს ჯიბეში.
ეს არამხოლოდ ისტორიულად სამართლიანი ნაბიჯია, არამედ ძალიან ძალიან სასარგებლოც, რადგან ევროკავშირული რუმინეთი ოთხჯერ უფრო მდიდარი ქვეყანაა, ვიდრე მოლდოვა. ეს გაერთიანება ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს ადამიანებს.
ბატონი შალვა აქაც არ გაჩერდა და იმავე რუსეთის მიერ ოკუპირებული გდრ-ის დანარჩენ გერმანიასთან გაერთიანების გმობას შეუდგა. გერმანიის გაერთიანებით არამხოლოდ ისტორიული სამართლიანობა აღდგა, არამხოლოდ თავისუფლება მოიპოვეს რუსების მიერ ოკუპირებულმა გერმანელებმა, არამედ რუსების მიერ ოკუპირებული გერმანელების ეკონომიკური მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდა.
მაგრამ ამას არაფრად დაგიდევთ ბატონი შალვა. ის კლოუნად პოზიციონირებს.