– მივმართავთ უკრაინას, ჩაერთოს პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულშია მონაწილე

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე ადამიანები უნდა დაისაჯონ და უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.
შესაბამისი მოთხოვნით ისინი უკრაინის რადას დეპუტატებს მიმართავენ.
„მივმართავთ უკრაინას, რომ ჩაერთოს უკრაინის პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში არის მონაწილე. მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ იყო და არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და არა მხოლოდ პოლიტიკოსი – ის არის ზელენსკის მთავრობის მაღალჩინოსანი და ვფიქრობ, რომ უკრაინული მხარე ამ მიმართულებითაც უნდა იყოს ჩართული.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
მათივე ინფორმაციით, მიმართვას ხელს აწერენ საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და სტუდენტები.
ერთი -ერთი ორგანიზაციის, „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ წარმომადგენლის, აკაკი ხუსკივაძის ინფორმაციით, მიმართვის ადრესატი რადას დეპუტატებთან ერთად, იქნებიან უკრაინის პრეზიდენტი და ომბუდსმენიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს