ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
პარტიის ცნობით, შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებსა და საპარლამენტო ფრაქციებთან იმართება, მათ შორის, შვედეთის, ლიეტუვის და ნორვეგიის დელეგაციებთან.
„შეხვედრები გაიმართა ევროპის სახალხო პარტიის (EPP), ევროპელი კონსერვატორების და ლიბერალური დემოკრატიული ალიანსის (ალდე) წარმომადგენლებთან.
სესიაზე განხილული იქნა 2024 წლის საპარლამენტო და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხი, ს პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. სესიაზე ასევე, განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკომისიის ცხრა დათქმის შესრულება და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.