ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება

ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას საქართველოს  მეხუთე პრეზიდენტი ეხმაურება.  განცხადებას სალომე ზურაბიშვილი X-ზე ავრცელებს.

“მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა სამძიმარი ირანში მცხოვრები  ქართველი ეთნიკური თემის მიმართ – ისპაჰანში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისას დაღუპულთა გამო”- დაწერა ზურაბიშვილმა. 

“ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული” – ინფორმაციას ორგანიზაცია ფერეიდნიდან საქართველომდე ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, “ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა”.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა